ცარიელ ოთახში ტყვიის გავარდნასავით გაისმა დილის სიჩუმეში ჩემი ფეხის ხმა, ეძინა ქალაქს..
და რაც დრო გადის ვრწმუნდები, ჯერ კიდევ უფრო მეტია გასავლელი ვიდრე განვლილი.
გადავხედე ძველ ჩანაწერებს,. წლების წინანდელი ფიქრები, გრძნობები გახუნებულად მეჩვენა, ვგრძნობ უფრო მეტი სიმძიმეა ჩემს უკან დღეს, ვიდრე წლების წინ..
შემჭიდროვდა და დაპატარავდა სამყარო, დაიხუთა სუნთქვა ჭირს.. დაეკარგა გამჭვიორვალობა ჰაერს, ფილტვები აივსო მტვრითა და ნაგვით, ორგანიზმი დაუზეთავი რობოტივით აჭრიალდა, დაჟანგული დეტალები შეერთების ადგილას გაცვდა..
დავიწროვდა სისხლძარღვები და სამშვინველმაც უმატა ოხვრას..
 
და მაინც რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ ჯერ კიდევ უფრო მეტია გასავლელი ვიდრე განვლილი..
 

The_way_to_nowhere_by_MakbethStudioThe way to nowhere by MakbethStudio

პ.ს
“For I know one thing,
Love comes on a wing,
For tonight I will be by your side,
But tomorrow I will fly.”
Advertisements